“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” (რონდელის ფონდი) აცხადებს მიღებას 2-თვიანი სტაჟირების პროგრამაზე. სტაჟიორის მთავარი პასუხისმგებლობაა, მონაწილეობა მიიღოს ფონდის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სტაჟიორი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერსა და ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
სტაჟირების პერიოდი: 2024 წლის 12 თებერვალი-12 აპრილი ძირითადი მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ძირითადი მოვალეობები: ** ფონდის ღონისძიებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ პოზიციის დასახელება “სტაჟიორი” მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 იანვარი, 18:00. |