საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის – რონდელის ფონდის მმართველობის სკოლის სასწავლო კურსი დიპლომატიური პროტოკოლი და საერთაშორისო ეტიკეტი
კურსის შინაარსი და მიზანი

სასწავლო კურსი მოიცავს დიპლომატიურ პროტოკოლთან და საერთაშორისო ეტიკეტთან დაკავშირებულ ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან დიპლომატიური პროტოკოლის არსსა და ფუნქციას, ეტიკეტის საერთაშორისოდ მიღებულ წესებსა და სხვადასხვა ქვეყნის თავისებურებებს. კურსის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას/ცოდნას დიპლომატიური პროტოკოლის სამართლებრივი ნორმებისა და საფუძვლების, საკონსულო და დიპლომატიური სამართლის  შესახებ, ასევე დიპლომატიური პროტოკოლის საერთაშორისო პრაქტიკის, პროტოკოლის თანამედროვე ნორმებისა და პროცედურების, დიპლომატიური კომუნიკაციის, ოფიციალური ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმარების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

კურსის დამთავრებულს შეეძლება პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენოს შეძენილი ცოდნა, მათ შორის, ექნება ოფიციალური ცერემონიების/ღონისძიებების/შეხვედრების ორგანიზების და მათი მართვის საბაზისო უნარი, კორესპონდენციების შედგენის უნარი, კონკრეტული სიტუაციის ანალიზისთვის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი; ეცოდინება დიპლომატიურ პროტოკოლთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი, მათ შორის – ელჩის დანიშვნა, აგრემანის მინიჭება, სხვადასხვა ცერემონიების დანიშნულება და ფორმატი, იერარქია, პროტოკოლური უფროს-უმცროსობა, პრივილეგიები და საქმიანობის პრინციპები, კომუნიკაციისა და მიმართვის ფორმები და შესაბამისი ეტიკეტი, სამახსოვრო საჩუქრების შერჩევა – მიზანშეწონილი და თავიდან ასარიდებელი საჩუქრები, ოფიციალური ღონისძიებები და მათი კლასიფიკაცია,  და ა.შ.


კურსის ფორმატი

სასწავლო კურსი მოიცავს 14 ლექციას – ლექციები ტარდება ონლაინ

ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს

კურსის ლექტორი: ზურაბ დარჩიაშვილი (პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი 2006-2013, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი 2014-2019)

მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო ელ-ფოსტა: [email protected]