„საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“.
გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი თვითგანვითარების პირობებისა და პერსპექტივების ძიება. საქართველოს რეგიონების განვითარებას, ქვეყნის ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რასაც მათი მრავალფეროვნება განაპირობებს.
ახალი რეალობის და უსაფრთხოების მაღალი რისკის გათვალისწინებით, რეგიონების ეკონომიკური განვითარების ვექტორი ქვეყნის და მისი ტერიტორიების თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების ფორმირებისაკენ, მათი პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისაკენ უნდა იქნას მიმართული.

მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებელი: ნიკო ჩიხლაძე – ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი