16-17 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის აკადემიას უმასპინძლა.

აკადემიაში მონაწილეობა მიიღო 16-მა ახალგაზრდა აქტივისტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, რომლებიც რონდელის ფონდის პროექტის “ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ კურსდამთავრებულებს წარმოადგენდნენ.

აკადემიის ფარგლებში რონდელის ფონდის მკვლევრები მონაწილეებს როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ თემებზე ესაუბრნენ, ხოლო აკადემიის მეორე დღეს მონაწილეებმა მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკებსა და საჯარო პოლიტიკის ანალიზში პრაქტიკული ტრენინგი გაიარეს და მოამზადეს ჯგუფური პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საპარლამენტო არჩევნების მინიმალური ზღვრის დაწევა, მედიაში სიძულვილის ენის შემცირება/აღმოფხვრა, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური ავტონომიის ზრდა და სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერა ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზამთრის აკადემიის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
16-17 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის აკადემიას უმასპინძლა.