საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) პროექტის მონაწილეობითი პოლიტიკის ხელშეწყობა“ ფარგლებში აცხადებს შერჩევას დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენელებისთვის როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ერთთვიანი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი  ხორციელდება ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით (OSCE HCNM).

აღნიშნული სტაჟირებით ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ პარტიულ საქმიანობას და დაინტერესდნენ პოლიტიკაში მონაწილეობით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კარგი მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას.

პროექტის ფარგლებში, კონკურსით შერჩეული კანდიდატები ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ რონდელის ფონდის ვებგვერდს: https://gfsis.org/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ac/ 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (ივნისი)

ასაკი: 18-28 წელი

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქეობა
  • ქართული ენის ცოდნა (მინიმუმ სასაუბრო დონეზე), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ინტერესი

სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმის ლინკი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული აპლიკაციის ფორმა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირების პროგრამა“. განცხადების მიღების ბოლო ვადა 15 მაისი.

დამატებითი შეკითხვების ქონის შემთხვევაში, დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ქეთი ემუხვარს: 032 2 47 35 55 ან [email protected]