2024 წლის 30 აპრილს რონდელის ფონდში გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე: „რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ჩართულობა სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ  რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორში მომუშავე აქტიური ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მხარეებმა ისაუბრეს იმ ყოფით გამოწვევებზე, რომლებიც  აფერხებს ქალთა აქტიურ მონაწილეობას სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში. საუბარი შეეხო რეგიონებში ქალთა უფლებების დაცვის პრობლემებს, ეკონომიკურ მოწყვლადობას, ადრეული ქორწინების საკითხს, სხვადასხვა რეგიონში ქალთა პოლიტიკურ აქტივიზმთან დაკავშირებულ სტიგმებს და სხვა აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა ასევე ილაპარაკეს გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე ქალთა გააქტიურებისა და გაძლიერების საქმეში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი პოზიციები, თუ როგორ აპირებენ სამომავლოდ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას.

მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 

 

Roundtable Discussion on “Involvement of the Women from the Regions in Social and Political Processes”