18, 23 და 24 აპრილს  რონდელის ფონდის ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის გაიმართა ტრეინინგი თემაზე: თანამედროვე ადამიანური რესურსების მენეჯმენტი – თანამშრომელთა გამოკითხვა, პოლიტიკა და საჯარო სამსახურის როლი.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა 1 ვებინარი და 2 სემინარი.

სემინარს უძღვებოდნენ შვედი კონსულტანტები  ჰანს ნორგრენი და ევა ფალკი, ასევე მათი ქართველი კოლეგა თამთა ჭრიკიშვილი.

ონლაინ სემინარი შვედმა კონსულტანტებმა მატს ბესკოუმ და კატარინა ონელმა ჩაატარეს. კომბინირებული ვებინარი და სემინარები მიზნად ისახავდა საქართველოს საჯარო სამსახურის HR მენეჯერებისა და ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას თანამშრომელთა კვლევის/გამოკითხვის გამოყენებისა და საჯარო სამსახურის როლის გაცნობიერების კუთხით.

სემინარი გაიმართა პროგრამის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას 2009 წლიდან, შვედეთის  დაფინანსებით ახორციელებს.

Modern Human Resources Management