2024 წლის 21 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა პროექტის – „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ – ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია. პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს, პროექტის მონაწილეებმა 6-თვიანი შრომის შედეგად რონდელის ფონდის ექსპერტების ხელმძღვანელობით შეიმუშავეს.

პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში, რაც ასევე მოიცავს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების განვითარებას პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და მოლაპარაკებების წარმართვაში.

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

CBGL- 21.03.24