2023 წლის 5-6 დეკემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში მორიგი დისკუსიები გაიმართა.
 
ლექცია-დისკუსიას თემაზე „ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში/გენდერული მეინსტრიმინგი“ უძღვებოდა გენდერის ექსპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე, ხოლო ლექცია-დისკუსიას „დეზინფორმაცია და Fake news“ – რეალპოლიტიკის ჟურნალისტი აკაკი ზარქუა.
 
რონდელის ფონდში პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2023 წლის სექტემბრიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.
 
 

2023 წლის 5-6 დეკემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“