ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი

ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი2023-12-06T16:05:34+04:00

საქართველოს რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონით. ამ რეგიონის ფედერალური სუბიექტები გაერთიანებული არიან რუსეთის ორ ოლქში – სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებში.

ისტორიულად,   ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს ურთიერთობები  ყოველთვის იყო რთული და წინააღმდეგობრივი. ამჟამად კი რუსეთში შემავალ ამ რეგიონთან ურთიერთობის სპეციფიკა მთლიანად  საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტითაა განპირობებული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მტრული და აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმის მხარდაჭერა, საომარი მოქმედებები და ამის შედეგად საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიიდან ხდებოდა. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის დღესაც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალები.

რეგიონში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, სოციალური რყევები და პროცესების არასასურველი მიმართულებით სვლა საფრთხეს უქმნის მთლიანად კავკასიის რეგიონის სტაბილურ განვითარებას და ადვილი შესაძლებელია უარყოფითად აისახოს საქართველოს ინტერესებზე.

ჩრდილოეთ კავკასია თავისთავად საინტერესო რეგიონია ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და მასზე დაკვირვება და მისი შესწავლა ხშირად ხდებოდა მკვლევრებისა თუ ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი.

2503, 2024

თათრეთის რესპუბლიკა – ინტეგრაცია თუ სეპარატიზმი

25/03/2024|Categories: დღის სიახლე, ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი|

ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

1501, 2024

საპროტესტო რესურსი და პოლიტიკური ოპოზიცია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში

15/01/2024|Categories: დღის სიახლე, ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი|

ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

1212, 2023

ტრანსკავკასიური სატრანსპორტო მაგისტრალები – რის მიღწევას ცდილობს რუსეთი

12/12/2023|Categories: დღის სიახლე, ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი|

ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

611, 2023

მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის დარბევა ანტისემიტიზმი თუ ანტიდასავლური პროპაგანდის გამოძახილი?

06/11/2023|Categories: დღის სიახლე, ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი|

ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

1710, 2023

რუსეთ-უკრაინის ომი: რა შეცვალა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში

17/10/2023|Categories: დღის სიახლე, ჩრდილო კავკასიის მაუწყებელი|

ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

Go to Top