საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მიღებას 3-თვიანი სტაჟირების პროგრამაზე.  სტაჟიორის მთავარი პასუხისმგებლობაა ფონდის პუბლიკაციებისა და სხვა მასალის გადატანა ძველი ვებ-გვერდიდან ახალზე.

სტაჟირების პერიოდი: ა.წ. 10 ოქტომბერი – 2024 წლის 10 იანვარი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ორგანიზებულობა;

გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

ფონდის ძველი ვებ-გვერდიდან პუბლიკაციების, ბლოგების, მულტიმედიისა და სხვა მასალის ახალ ვებ-გვერდზე გადატანა;

შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებები შესაბამისი ვადების ფარგლებში;

ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების აქტივობებზე დასწრება;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ პოზიციის დასახელება  „სტაჟიორი“ მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება ფონდის თანამშრომელი.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 8 ოქტომბერი, 18:00.