ავტორი: დავით ბატაშვილი

 

2018 წლის აგვისტოდან „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ რუსეთის სამხედრო ძალებში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს აშუქებს. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

 

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია არ მოიცავს მრავალრიცხოვან რუსულ დანაყოფებს, რომლებიც არ შედიან რუსეთის შეიარაღებული ძალების ძირითად სტრუქტურაში და სავარაუდოდ იარსებებენ მხოლოდ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში.

 

ცენტრალური რუსეთი და ვოლგის რეგიონი

31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (ულიანოვსკი) გაფართოვდა და გარდაიქმნა 104 სადესანტო-მოიერიშე დივიზიად, რომელიც წინამდებარე გამოშვების შექმნის მომენტისთვის უკვე იღებდა მონაწილეობას უკრაინასთან ომში. ახალ დივიზიაში შედის 328-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი, 337 სადესანტო-მოიერიშე პოლკი, 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი, 134-ე სატანკო ბატალიონი, და 1180-ე საარტილერიო პოლკი.

*

2023 წლის სექტემბრისთვის ახალი 299-ე სადესანტო პოლკი შეიქმნა 98-ე სადესანტო დივიზიის (შტაბიივანოვოში) შემადგენლობაში. პოლკის ბაზა იაროსლავლში მდებარეობს.

98-ე სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში ასევე დაფიქსირდა სატანკო ბატალიონის არსებობა.

*

2023 წლის ნოემბერში 106-ე სადესანტო დივიზიის (შტაბი ტულაში) შემადგენლობაში დაფიქსირდა ახალი119-ე სადესანტო პოლკის არსებობა.

*

2023 წლის ნოემბერში ახალი 380-ე მექანიზებული პოლკისა და 153-ე სატანკო პოლკის არსებობა შენიშნეს1-ლი სატანკო არმიის (შტაბი ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) 47-ე სატანკო დივიზიის (შტაბი მულინოში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი) შემადგენლობაში.

*

სავარაუდოდ ახალი 283-ე მექანიზებული პოლკის არსებობა დაფიქსირდა 2023 წლის ივლისში. პოლკი ეკუთვნის 144-ე მექანიზებულ დივიზიას (შტაბი ელნიაში, სმოლენსკის ოლქი).

 

დასავლეთის მიმართულება (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, და პირველ ორ ქვეყანასთან რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიები)

2023 წლის მეორე ნახევრისთვის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა მე-18 არმია. ახალ არმიაში შევიდა ახალი შექმნილი მე-40 საარმიო კორპუსი და მანამდეც არსებული შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსი (შტაბი სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა). ასევე შევიდა ახალი 74-ე საარტილერიო ბრიგადა. მე-18 არმიის შტაბი სავარაუდოდ არის ოკუპირებულ ყირიმში, 22-ე საარმიო კორპუსის შტაბის ბაზაზე.

მე-18 არმიის მე-40 საარმიო კორპუსში შედის ახალი 47-ე მექანიზებული დივიზია (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) და 144-ე მექანიზებული ბრიგადა. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის 47-ე მექანიზებული დივიზია ფორმირების სტადიაზე იყო და შეიცავდა ერთ მექანიზებულ პოლკს.

მე-18 არმიაში ასევე შედის ახალი 70-ე მექანიზებული დივიზია (როსტოვის ოლქი). დივიზიის ნაწილებს შორის არის 24-ე მექანიზებული პოლკი, 26-ე მექანიზებული პოლკი, 28-ე მექანიზებული პოლკი, მე-17სატანკო პოლკი, და 81-ე თვითმავალი საარტილერიო პოლკი.

*

ოკუპირებულ ყირიმში ასევე შეიქმნა და ფორმირების სტატიაზე იყო ახალი 46-ე მექანიზებული დივიზია, შტაბით პერევალნეში, ხოლო დანაყოფების ბაზებით პერევალნეში, სტარი კრიმში და ბილოჰირსკში. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის, 46-ე მექანიზებულ დივიზიაში შედიოდა ერთი მექანიზებული პოლკი.

*

2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის, ოკუპირებულ ყირიმში ფორმირების ადრეულ ეტაპზე იყო ახალი 26-ე მექანიზებული ბრიგადა.

*

ახალი 95-ე მექანიზებული ბრიგადა შეიქმნა 1-ლი საარმიო კორპუსის (შტაბი დონეცკში, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) შემადგენლობაში 2023 წელს.

*

2023 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, დაფიქსირდა ახალი 44-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის არსებობა. ასევე, ამ დივიზიის 111-ე მექანიზებული პოლკისა და 387-ე მექანიზებული პოლკის არსებობა.

*

2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის, 1-ლი საარმიო კორპუსის მე-10 ცალკეული სატანკო ბატალიონი (დონეცკი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი), რომელსაც ადრე ერქვა მე-2 ცალკეული სატანკო ბატალიონი“დიზელი,” მე-10 სატანკო პოლკად გარდაიქმნა.

*

მე-2 საარმიო კორპუსში (შტაბი ლუჰანსკში, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) 88-ე მექანიზებული ბრიგადის არსებობა დაფიქსირდა 2023 წლის ნოემბერში. უცნობი იყო, ეს ბრიგადა ახალია თუ სახელშეცვლილი არსებული.

*

201-ე მექანიზებული პოლკის არსებობა დაფიქსირდა მე-2 საარმიო კორპუსის შემადგენლობაში 2023 წლის აგვისტოში.

*

210-ე მექანიზებული პოლკის არსებობა დაფიქსირდა 2023 წლის სექტემბერში.

*

მე-20 მექანიზებულ დივიზიაში (შტაბი ვოლგოგრადში) ახალი სატანკო ბატალიონი შექმნის პროცესში იყო 2023 წლის ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით. ბატალიონის ფორმირების დასრულება დაგეგმილი იყო 2024 წლის 1 აპრილისთვის.

*

ახალი 52-ე საარტილერიო ბრიგადა შეიქმნა საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში 2023 წლის ივლისის ბოლოსთვის.

*

2023 წლის ივნისის ბოლოსთვის, ახალი 55-ე საზღვაო ქვეითთა დივიზია შეიქმნა წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (ვლადივოსტოკი) ბაზაზე. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისის ინფორმაციით, რუსები აღნიშნულ დივიზიაში აერთიანებდნენ 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასა და ბალტიის ფლოტის 336-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას (ბალტიისკი, კალინინგრადის ოლქი).

*

1-ლი საარმიო კორპუსის მე-9 მექანიზებული პოლკი (ნოვოაზოვსკი, დონეცკის ოლქი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) გარდაქმნილია მე-9 მექანიზებულ ბრიგადად.

*

1-ელ საარმიო კორპუსში შემავალი 114-ე მექანიზებული ბრიგადა ბოლო ცნობებით არის ყოფილი მე-5 მექანიზებული ბრიგადა „ოპლოტი“, და არა მე-11 მექანიზებული პოლკი რასაც უფრო ადრინდელი ცნობები იტყობინებოდნენ.

*

1-ლი საარმიო კორპუსი და მე-2 საარმიო კორპუსი გარკვეულ დროს, არაუგვიანეს 2022-2023 წლებისა, დაუქვემდებარეს მე-8 არმიას (შტაბი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი).

*

2023 წლის 12 ივლისს პროექტი 22800 კლასის კორვეტი ციკლონი შეუერთდა შავი ზღვის ფლოტს.

*

2023 წლის შემოდგომაზე უკრაინელებმა ჩაძირეს შავი ზღვის ფლოტის ერთი პროექტი 11770/სერნაკლასის სადესანტო კატარღა და ერთი პროექტი 1176 აკულა კლასის სადესანტო კატარღა.

შავი ზღვის ფლოტის პროექტი 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი როსტოვ-ნა-დონუ და პროექტი 775 კლასის სადესანტო გემი მინსკი უკრაინელებმა კრიტიკულად დააზიანეს 2023 წლის 13 სექტემბერს.

 

კავკასია

ახალი სატანკო ბატალიონი შექმნის პროცესში იყო მე-19 მექანიზებული დივიზიის (შტაბი სპუტნიკში, ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია) შემადგენლობაში 2023 წლის ნოემბრისთვის. ბატალიონის ფორმირების დასრულება დაგეგმილი იყო 2024 წლის 1 აპრილისთვის.

 

ბალტიის რეგიონი

ახალი მე-17 საარტილერიო ბრიგადა შეიქმნა ლენინგრადის ოლქში.

*

2023 წლის 30 აგვისტოს პროექტი 02670 კლასის სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო გემი ევგენი გორიგლეჯანი შეუერთდა რუსეთის სამხედრო ფლოტს კალინინგრადში. გემი ეკუთვნის რუსული ფლოტის საიდუმლო დანაყოფს („გუგი“).

 

არქტიკა

2023 წლის ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, ახალი 104-ე საარტილერიო ბრიგადა ფორმირების ბოლო ეტაპზე იყო ჩრდილოეთის ფლოტის მე-14 საარმიო კორპუსის (შტაბი მურმანსკში) შემადგენლობაში. ბრიგადის ბაზა არის დასახლებულ პუნქტში კანდალაკშა, მურმანსკის ოლქში.

 

ურალი, ციმბირი და ცენტრალური აზია

ახალი 25-ე არმია, რომლის შექმნაც ჩვენს მე-7 გამოცემაში დავაფიქსირეთ, ჩამოყალიბდა ცენტრალურსამხედრო ოლქში.

2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის ცნობილი იყო მის შემადგენლობაში შემდეგი ახალი ნაწილებისარსებობა: 67-ე მექანიზებული დივიზია და მისი 31-ე მექანიზებული პოლკი, 36-ე მექანიზებული პოლკი, 37-ე მექანიზებული პოლკი და მე-19 სატანკო პოლკი; ასევე, 164-ე მექანიზებული ბრიგადა, მე-11 სატანკო ბრიგადა და 75-ე საარტილერიო ბრიგადა.

37-ე მექანიზებული პოლკის ორენბურგის ოლქში შემდგარი ფორმირების ისტორიის გათვალისწინებით, 25-ე არმიის ნაწილების ფორმირება დაახლოებით 2023 წლის მაისისთვის უნდა დაწყებულიყო.

მართალია, 25-ე არმია შეიქმნა ცენტრალური სამხედრო ოლქის შემადგენლობაში, ამ გამოცემის შექმნის მომენტისთვის უცნობი იყო, აქვს თუ არა მას მუდმივი ბაზები აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე. ფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ 25-ე არმიის ნაწილები უკრაინაში ფრონტზე გაგზავნეს.

*

2023 წლის 1 დეკემბერს, ულან-უდეს საჰაერო ბაზაზე, მე-18 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დივიზიის (შტაბი ორენბურგში) შემადგენლობაში შეიქმნა ახალი მე-600 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკი. დაგეგმილი იყო პოლკის აღჭურვა ილ-76მდ ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით.

 

შორეული აღმოსავლეთი

2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის, მე-5 არმიის (შტაბი უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) შემადგენლობაში შექმნის პროცესში იყო ახალი 89-ე მექანიზებული ბრიგადა და 94-ე მექანიზებული ბრიგადა.

*

2023 წლის 14 სექტემბერს, პროექტი 20380 კლასის კორვეტი რეზკი შეუერთდა წყნარი ოკეანის ფლოტს.

*

პროექტი 955ა კლასის ბირთვული ბალისტიკური სარაკეტო წყალქვეშა ნავი იმპერატორ ალექსანდრ III დაპროექტი 885მ კლასის წყალქვეშა ნავი კრასნოიარსკი შეუერთდნენ წყნარი ოკეანის ფლოტს 2023 წლის 11 დეკემბერს. როგორც ცნობილია, იმპერატორ ალექსანდრ III განლაგდება პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე.

*

პროექტი 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი მოჟაისკი შეუერთდა წყნარი ოკეანის ფლოტს 2023 წლის 28 ნოემბერს.