2017 წლის 14 დეკემბერს რონდელის ფონდში დაიწყო სასწავლო კურსი ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში”.

სასწავლო კურსის მონაწილეებს პირველი ლექცია ჩაუტარა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ საჯარო პოლიტიკის ეკონომიკის შესახებ.

შვიდთვიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში და ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამა ხორციელდება რონდელის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.