2023 წლის 13-15 დეკემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში მორიგი დისკუსიები გაიმართა.


ლექცია თემაზე “პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმოხილვა” წაიკითხა რონდელის ფონდის მკვლევარმა მამუკა კომახიამ, ხოლო ლექცია-დისკუსიას “ადვოკატირება და ლობირება” უძღვებოდა იურისტი სულხან სალაძე.
 
რონდელის ფონდში პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2023 წლის სექტემბრიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

2023 წლის 13-15 დეკემბერ