1719 მაისი, 2024

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2024 წლის სასწავლო პროგრამაში “მონაწილეობითი პოლიტიკის ხელშეწყობა” მონაწილეთა შესარჩევად.

3-დღიანი სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.

სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის ანალიზის, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესახებ. მათ ასევე ექნებათ საშუალება პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რათა ერთობლივად განიხილონ ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები, პოლიტიკაში მათი ჩართულობა, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ 18-დან 28 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს.

პროგრამის მონაწილეთა სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.

პერიოდი17-19 მაისი, 2024

სასწავლო პროგრამის ჩატარების ადგილი: თბილისი, რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის ქუჩა 3ა

სამუშაო ენა: ქართული

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძირითადი მოთხოვნებია: 18-დან 28 წლამდე აქტიური ახალგაზრდა, საქართველოში, რეგიონებსა თუ დედაქალაქში, მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი.

შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: [email protected]; ელფოსტის საგანში გთხოვთ მიუთითოთ პროექტის დასახელება.

სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმის ლინკი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 მაისი, 2024 წელი

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის ასისტენტს – არსენ არაქელოვს ტელ: 2 47 35 55;  ელ. ფოსტა: [email protected]

 

პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM)