2023 წლის 28-30 ნოემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში მორიგი დისკუსიები გაიმართა. ლექცია-დისკუსიას თემაზე „საქართველო და დასავლური ალიანსები“ უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი, ხოლო ლექცია-დისკუსიას „გუნდური მუშაობა და ლიდერობა“ – მშვიდობის კორპუსის რეგიონული კოორდინატორი თორნიკე ჩარგეიშვილი.

რონდელის ფონდში პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2023 წლის სექტემბრიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

28-30 ნოემბერი (ხულო)