ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

14 დეკბერს, დილით, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპული კაშირის ლიდერები შეიკრიბნენ, ვერავინ ამბობდა თამამად, რომ ევროპული კომისიის რეკომენდაცია უკრაინასთან, მოოვასთან, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან კავირებით მიღებული ინებოდა ერთხმად. დიახ, აქ სიტყვა ერთხმად განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შინაარს იძენს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ კავშიში გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით, ანუ ერთხმად მიიღება. ყურადღების ცენტრში იყო ერთადერთი ქვეყნის – ურეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის განცხადებები ყველაფერზე მეტყველებდა, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღებოდა. როგორც ერთმა ევროპელმა ელჩმა პირად საუბარში დამიდასტურა, მას (ორბანს) ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და, შესაძლოა,ამიტომაც ატეხა ამხელა ამბავიო. შესაძოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო, თუმცა სამიტამდეც და უშუალოდ მისი მიდინარეობისას ინტენსიურად ლაპარაკობდნენ ორბანის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე: ის მზად იყო უკრაინისთვის 50მილიარდიანი ევროს დახმარებაზე დათანხმებაზე უნგრეთისთვის ევროპული კავშირის მიერ გამოყოფილი 30 მილიარდი ევრო გალღობისსანაცვლოდ.

სამიტამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ ევროპული კავშირი თანხმა იყო უნგრეთისთვის 10,2 მილიარდ ევროზე ბლოკის მოხსნისთვის, თუკი უნგრეთი დათანხმდებოდა უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდის გამოყოფას და ევროპული კავშირის სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას. სხვათშორის, მ ცნობას ნეგატიურად შეხვდნენ თავად ევროპულ კავშირში. მთელი რიგი ევროპარლამენტარები გამოვიდნენ ძალიან სერიოზული კრიტიკით ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხოლო ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდერ დე კროომ ყველაზე ხისტი კომენტარი გააკეთა: აქ არ არის უნგრული ბაზარიდა გადაწყვეტილებები ფულზე არ იყიდება. სხვათაორის, დე კროომ გადაწყვეტილების მიღების ემდეგაც საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა ორბანის მისამართით, მაგრამ მაშინვე უკან დაიხია უმჯობესი იქნებოდა, ეს არ მეთქვაო.

მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აგრეთვე ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. საბოლოო ჯამში, გამოსავალი სწორედ კანცლერმა შოლცმა გამონახა. ეს ხმამაღლა არ თქმულა, მაგრამ პროცესში ჩართული დიპლომატები ერთხმად ადასტურებენ (ანონიმურად), რომ სწორედ შოლცმა საკუთარი წარსული პარტიული გამოცდილებიდან გამოიყენა ეს ილეთი და ორბანს კენჭის ყრის დროს დარბაზის დატოვება შესთავაზა, რაც სამართლებრივი კუთხით, რა თქმა უნდა, შესწავლილი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მისაღებად. ასეც მოხდა: წინასწარანხმების საფუძველზე ვიქტორ ორბანმა დატოვა დარბაზი და 26წევრმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამას მოყვა ორბანის განცხადებები, ფბ და ტვიტერსტატუსები, რომ მას არ სურდა გამდარიყო ამ არასწორი გადაწყვეტილების თანამონაწილე და ა.შ. გარდა ამისა, ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი, თუმცა აღნიშნა, რომ მას დამატებითი დამუშავება სჭირდება და ევროპული კავშირის ლიდერები უნდა დაუბრუნდნენ ამ საკითხს ახლო მომავალში. ნიდერლანდების უკვე წარმავალმა პრემიერმინისტრმა რუტემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები ახალი წლის შემდეგ ძალიან მალე შეიკრიბებიან და ამ საკითხს გადაწყვეტენ. ევროპელი დიპლომატებიც (ანონიმურად) ასევე ადასტურებენ, რომ დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, იანვარში გადაწყდება, უბრალოდ, ორბანისთვის ყველაფერზე ერთდროულად დათანხმება ძალიან რთული იქნებოდა.

როგორც ამბობენ, ორბანმა ხე ეინარჩუნა. ვისთან? რა თქმა უნდა, პირველ რიი, მის მხარდამჭერებთან, მაგრამ აგრეთვე ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც იმავე დღეს მიმდინარე ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით გამოყო ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი ფიცო ევროპული კავშირის დანარჩენი ლიდერებისგან. ორბანი და ფიცო არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, არამედ ისინი პრონაციონალური ლიდერები არიან,განსხვავებით დანარჩენი ევროპული კავშირის მეთაურებისგან, რომლებიც ამერიკის ეერთებულ შტატებზე არიან დამოკიდებული (დაფასებაც ასეთი უნდა).

როგორც ყოველთვის, ძალიან ზუსტი იყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაკეთებული მთავარი აქცენტები მის ვირტუალურ მიმართვაში ევროპული საბჭოს ლიდერებისადმი. დღეს გადაწყვეტილებ ან ბრიუსელში მიიღება, ან მოსკოვში!თამამად შეიძლება იქვას, რომ ამ გადაწყვეტილებმიღებას უფრო მეტი მნშვნელობა ჰქონდა ევროპული კავშირისთვის, ვიდრე უკრაინისთვის ან სხვა რომელიმე ცალკე აღებული არაწევრი ქვეყნისთვის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა, მიუხედავად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევისა, მაინც არ განიხილა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარი დახმარების გამოყოფის საკითხი, ევროპული კავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ისედაც სულ უფრო ხშირად გაიგონე უკრაინით გადაღლის შესახებ მსჯელობებს ევროპასა და აშშ-ში. ამიტომ ვაშინგტონშიიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად მიღებულ, უფრო სწორად, ვერ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა ევროპული კავშირის ჩავარდნა. თანაც, ეს არ იქნებოდა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული წარუმატებლობა, არამედ ის აუცილებლად შეეხებოდა გაფართოების პროექტს მთლიანად.

ამომაც იყო ევროპული საბჭოს სამიტი ასეთი ისტორიული და, შესაბამისად, ევროპულმა კავშირმანამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო; იმდენად ისტორიული, რომ 10.2 მილიარდი ევროს უნგრეთისთვის გალღობის გამო გამოთქმული კრიტიკაც კი ასატანი იყო. ორბანის გარდა, ყველა ბედნიერი იყო ბრიუსელში, კიევში, თბილისში, კიშინოვსა და სარაევოში. თუმცა, ზეიმი გაივლის და ორბანი ისევ იტყვის თავის სიტყვა, როდესაც რეალურად დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინას და მოლდოვასთან, ვინაიდან წინ ძალიან სერიოზული და შრომატევადი პროცესია და კიდევ ბევრჯერ გახდება საჭირო კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ეს ევროპულ კავშირში კარგად იციან და იმასაც სრულად აცნობიერებენ, რომ გაფართოებისთვის არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნები უნდა მოემზადონ, არამედ თავად ევროპული კავშირიც. ამიტომაც მიდის ინტენსიური მუშაობა საფრანგეთის და გერმანიის თაოსნობით, რომ ევროპულ კავშირში ისეთი რეფორმები გატარდეს, რომლებიც აღარავის მიცემს დანარჩენი წევრების დაშანტაჟების საშუალებას და შექმნის გამართულ მექანიზმებს ახალი წევრების შემატების გათვალისწინებით.

ვიდრე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებამდე მივალთ, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 9 დათქმა, რომელთა შორის, ჩემი აზრით,თავარია, რომ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. რთული სათქმელია, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება დათქმები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: საქართველოში 14 დეკემბერს ძალიან ბევრმა ირწმუნა, რომ ევროპულ კავშირში გაწევრიანება მართლაც რეალობაა და არა ვინმეს მორიგი ყალბი დაპირება ან ოცნება. შესაბამისად, მოთხოვნაც კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინაიდან სწორედ ის არის მთავარი პასუხისმგებელი მოთხოვნების შესრულებაზე. წინ ძალიანრთული პროცესია, რომლის დროსაც ციფრებით მანიპულირება უკვე აღარავის გამოუვა. არც მხოლოდ ორბანთან დალაგება უშველის საქმეს (არც 14 დეკემბერს უშველიდა, უკრაინაზე შეთნხმება რომ არ შემდგარიყო). საბოლოოდ, რომელ ძალას/ძალებსაც ექნებამ კომპლექსური ეტაპის წარმატებით გავლისმტკიცე პოლიტიკური ნება, სწორედ ის ძალა/ძალები შეძლებენ საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიღწევას და ამით ქვეყნის ისტორიაში შესვლას.