ვებინარზე განხილული იყო ჩრდილოვანი საბანკო სისტემის მახასიათებლები, წარმოქმნის მიზეზები, უპირატესობები და ნაკლოვანებები. წარმოდგენილი იყო ჩრდილოვანი საბანკო სისტემის ზომის შეფასების FSB-ს მეთოდოლოგიის ვიწრო და ფართო მიდგომა. განიხილა ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩრდილოვანი საბანკო სისტემის ზომა სქართველოში, ტენდენცია და რისკები; ასევე, გლობალური ჩრდილოვანი საბანკო სისტემის ტენდენციები, გამოწვევები და განხორციელდება შედარებითი ანალიზი. მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. მომხსენებელი: ვახტანგ ჭარაია , ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი მომხსენებელი: დავით სიხარულიძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.