ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ბადრი ბელქანია

რონდელის ფონდი განაგრძობს ყარაბაღის მეორე ომის (2020 წ.) გრძელვადიანი შედეგების მიმოხილვას რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ირანმა, როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში უფრო აქტიური როლის შესრულება გადაწყვიტა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან მასობრივი სამხედრო წვრთნები წამოიწყო, რომლის პასუხადაც წვრთნები გამართეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა. დაძაბულობა დროებით ჩაცხრა, თუმცა ირანმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ის არ აპირებს პასიური დამკვირვებლის როლში დარჩენას.

შეძლებს თუ არა ირანი გამოიყენოს რელიგიური კავშირები აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანული შიიტები აქციოს თავისი გავლენის ინსტრუმენტად? ამ საფრთხეს, როგორც ჩანს, გრძნობს აზერბაიჯანიც, რომელმაც აქტიური მოქმედება დაიწყო იმ შიიტური ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა ლოიალობაშიც ეჭვი ეპარება.

3+3 ფორმატი ყარაბაღის ომის  შემდგომ გაჩენილი კიდევ ერთი ახალი ფორმულაა, რომელმაც რეგიონში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა გამოიწვია. ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა მტკიცედ განაცხადა ამ იდეაზე უარი, დაინახა რა მასში რეგიონიდან დასავლეთის გაძევების მცდელობა. რა არის სინამდვილეში 3+3 და რა არის მასში მიუღებელი საქართველოსთვის? ამაზე საინტერესო მიმოხილვას კრებულის ბოლოს წაიკითხავთ.

გადმოწერეთ აქ: რელიგიური-ასპექტი-3077

გადმოწერეთ აქ: გამოწვევები-3077

გადმოწერეთ აქ: 3+3-ფორმატი-3077