2008 / 04 / 09

2008 წლის 9 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თაშემწის მოადგილე, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი კოლინ გრაფი. გრაფიმ ისაუბრა სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის კეთების ურთიერთმიმართებაზე.

გრაფიმ აღწერა ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა საქართველოში სახალხო დიპლომატიის მიმართ, რომელიც მოიცავს კულტურულ, სპორტულ, კომერციულ და საგანმანათლებლო პროგრამებს, ისევე როგორც საზოგადოებისა და მმართველთა ჩართულობას მედიის ახალ ამბებში. მან ისაუბრა სახალხო დიპლომატიის გამოწვევების შესახებ, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოზე შორს მდებარეობენ.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითებში, თემურ იაკობაშვილმა. მან ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის მემკვიდრეობისა და საქართველოს ბოლო წლების დემოკრატიული პროგრესის შესახებ. მან და გრაფიმ ისაუბრეს სახალხო დიპლომატიის როლზე საქართველოს ნატო-ში შესვლის საქმეში. გრაფიმ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მკაფიო უნდა იყოს, რომ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს დაპირებები „მეტია ვიდრე ნატო-ს წევრობის გეგმა“.

Visit of the US Deputy Assistant Secretary of State for Public Diplomacy, April 9, 2008