2019 წლის აგვისტოდან, კვირაში ერთხელ, რონდელის ფონდი გთავაზობთ  რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვას.

მიმოხილვა დაეხმარება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებით  დაინტერესებულ სხვა პირებს, მოიპოვონ ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებისა და ამ ძალების მოქმედებების შესახებ.

მიმოხილვის შედგენისას გამოყენებულია მრავალი წყარო, რაც საშუალებას იძლევა ყოველკვირეულად გამოვლინდეს მნიშვნელოვანი მოვლენები და მკითხველს მივაწოდოთ განახლებული მიმოხილვა.