საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) სამეცნიერო სემინარი ჩატარდა -“პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან”.
მოხსენების თემა: სიღარიბის გლობალური და ლოკალური ასპექტები.
მოკლე აღწერა: ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულის დასაწყისი მსოფლიო კატაკლიზმების ფონზე წარიმართა. სამედიცინო და სამხედრო სახის პრობლემებმა ან გაამწვავა, ან წარმოქმნა სოციალური პრობლემების მთელი სპექტრი. მათ შორის, აღსანიშნავია ეკონომიკურ უთანასწორობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სიღარიბე. იგი მსოფლიო გამოწვევად არის ქცეული და სამწუხაროდ, მისი მასშტაბები იზრდება.
სიღარიბის შესახებ ეკონომიკური ხედვა სრულყოფასა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. აღნიშნული საკითხის კვლევის დროს ფინანსურ შემოსავლებთან (დახმარებებთან) ერთად გასათვალისწინებელია სოციალური უზრუნველყოფის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: დასაქმება, შემოსავლების სამართლიანი და ჰუმანური განაწილება, საკუთრების უფლების დაცვა, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისადმი ხელმისაწვდომობა და სხვ. სიღარიბის გამომწვევი მიზეზები სპეციფიკურ შესწავლასა და ანალიზს მოითხოვს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მასთან ბრძოლის ღონისძიებების ერთობლიობას.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: ნინო მიქიაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა.
სამუშაო ენა – ქართული.