თემა: ლურჯი ეკონომიკის გამოწვევები და საქართველო

მოკლე აღწერა: ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რამაც ასახვა ჰპოვა ევროკომისიის მიერ 2019 წელს გამოცხადებულ ევროპის მწვანე შეთანხმების დღის წესრიგში. ამ მხრივ მეტ აქტუალობას იძენს „ლურჯი ეკონომიკა“. 2015 წელს შემუშავებული „ლურჯი ეკონომიკის“ კონცეფციის იდეა საფუძვლად დაედო გაეროს მდგრადი განვითარების მე-14 მიზანს – „ოკეანისა და ზღვის რესურსები“- ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების შენარჩუნება და რაციონალური გამოყენება, მდგრადი განვითარების ინტერესებისათვის.
მოხსენებაში გაანალიზებული იქნება „ლურჯი ეკონომიკის“ პოტენციალი და შესაძლებლობები. წარმოდგენილია ევროკავშირის ლურჯი ეკონომიკა, მისი ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები. ასევე განხილული იქნება საქართველოში სანაპირო ზოლის დაბინძურების მონიტორინგის ანალიზი და საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობები ამ მიმართულებით.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: თეა ლაზარაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; კავკასიის საერთაშორისო უნივესრიტეტის ასოცირებული პროფესორი.