20 დეკემბერს, რონდელის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას “2 წელი ყარაბაღის ომის შემდეგ: მშვიდობის ძიებაში” სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ექსპერტების მონაწილეობით.

შეხვედრის დროს მომხსნებელებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსი; სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება; სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული და ეკონომიკური დიალოგის “ერთიანი პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობა; უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, და სხვა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თუქეთიდან შემოგვიერთდნენ და ასევე, მოწვეულ სტუმრებს საინტერესო თვალსაზრისის გაზიარებისთვის.

Two Years after the Karabakh War: Searching for Peace