2023 წლის 18 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა დისკუსია თემაზე „რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები“
რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის უარყოფისა, აჩენს კითხვებს, თუ რატომ გახდა ეს თემა კვლავ აქტუალური რუსეთისთვის, ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს ეს პროექტი და რა საფრთხეებს შეიცავს მისი განხორციელება საქართველოსთვის? აგრეთვე, როგორ უკავშირდება ეს საკითხი, ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსა და, მეორე მხრივ, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რონდელის ფონდის ექსპერტებმაა თემასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებს გასცეს პასუხი.
სპიკერები:
მამუკა კომახია, რონდელის ფონდის ანალიტიკოსი
გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
მოდერატორი:
ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
მისამართი: შიო ჩიტაძის 3ა, რონდელის ფონდი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისურად თარგმანი
იხილეთ რონდელის ფონდის ბლოგი ამავე თემაზე: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1600