30 ნოემრიდან 2 დეკემბრამდე გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-11 წლიური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც ონლაინ სესია მიეძღვნა საქართველოს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა, ევროპარლამენტის დეპუტატი მარინა კაიულანდი, საქართველოს პარლამენრის წევრი ფრაქცია ლელოდან ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის წარმომადგენელი, დოროტა სულიგა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.