Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
საპარლამენტო არჩევნების შედეგები ისრაელში
|
Georgian | International relations | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 51 2022 წლის 1 ნოემბერს ისრაელში გაიმართა საპარლამენტო (ქნესეთის) არჩევნები, რომელიც რიგით მეხუთე იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. რა შედეგებით დასრულდა იგი და რას შეიძლება მოჰყვეს მას?
არჩევნებში გამარჯვებული „ლიკუდის პარტიის“ ლიდერი ბინიამინ ნეთანიაჰუ არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს (მას ეს თანამდებობა 1996-1999 და 2009-2021 წლებში ეკავა) მემარჯვენე ორიენტაციის „ლიკუდის პარტია“, რომელმაც 32 მანდატი მოიპოვა (წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, მას 2-ით მეტი დეპუტატი ეყოლება). არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს ნეთანიაჰუს ტრადიციულმა მოკავშირე მემარჯვენე ორიენტაციის ნაციონალისტურმა და რელიგიურმა პარტიებმა „რელიგიურმა სიონიზმმა“, „შასმა“ და „გაერთიანებულმა თორას იუდაიზმმა“, რომლებმაც ერთად 32 სადეპუტატო მანდატი მოიპოვეს (და მათ წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით 10-ით მეტი დეპუტატი ეყოლებათ).
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ისრაელში ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 61 მანდატია საჭირო. ნეთანიაჰუს და მის მოკავშირეებს კი 64 მანდატი აქვთ. ამიტომ ვარაუდობენ, რომ, წესით, ნეთანიაჰუს არ უნდა გაუჭირდეს მათთან შეთანხმება ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ისრაელში მიაჩნიათ, რომ თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ახალი კოალიცია იქნება ყველაზე ნაციონალისტური და რელიგიური შეფერილობის მქონე მთავრობა ამ ქვეყნის ისტორიაში. თუმცა, ამავე დროს, გაჩნდა იმედი, რომ ერთმანეთთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პარტიების გაერთიანებამ შესაძლოა ერთგვარი შიდაპოლიტიკური სტაბილურობა მოუტანოს ქვეყანას, რომელიც ბოლო წლებში თითქმის განუწყვეტელ წინასაარჩევნო კამპანიაში ცხოვრობს. ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა იარ ლაპიდმა უკვე მიულოცა გამარჯვება ნეთანიაჰუს. მართალია, ამ არჩევნებში ლაპიდის პარტიამაც („იეშ ატიდ“) გაიუმჯობესა თავისი პოზიციები (წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით 7-ით მეტი დეპუტატი ეყოლება), მაგრამ მისმა მოკავშირეებმა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ძალიან ცუდი შედეგები აჩვენეს (ახლანდელ კოალიციაში შემავალმა მემარჯვენეებმა საერთოდ ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და, შესაბამისად, ვერ მოხვდნენ ახალი მოწვევის ქნესეთში). ამ არჩევნებზე სწორედ ქნესეთში ვერმოხვედრილი მემარჯვენეების ხარჯზე გაიზარდა ნეთანიაჰუს მოკავშირე რელიგიური და ნაციონალისტური პარტიების ხმები, რადგან მათი ამომრჩეველი უკმაყოფილო იყო ამ პარტიების მიერ მემარცხენეების ლიდერობით შექმნილ კოალიციაში გაწევრიანებით. ახალი მთავრობის დროულად ჩამოყალიბება კი მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო, სადაც ისრაელის ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, კერძოდ, ეს არის:
|