Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
რითი დასრულდა ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა?
|
Georgian | International relations | 2021 |
2020 წლის 14 ივნისს, ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განსაკუთრებით დიდ იმედებს თურქული მხარე ამყარებდა, მოელოდა რა ორ ქვეყანას შორის დაგროვილი ყველა პრობლემის თუ არა, ერთი ნაწილის მოგვარებას მაინც. პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საათ-ნახევარი გრძელდებოდა (ამ პერიოდში გაიმართა როგორც ერთი ერთზე, ისე დელეგაციების შეხვედრები) და მოიცვა არაერთი საკითხი. ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა ბრიუსელში ასეთი ხანგრძლივი შეხვედრების მიუხედავად, როგორც ჩანს, მხარეებმა მაინც ვერ მიაღწიეს წინსვლას. ორმხრივ ურთიერთობებში არსებული არცერთი მანამდე პრობლემა არ გადაწყვეტილა. ცხადია, მთავარი საკითხი რუსული წარმოების S-400-ების საჰაერო თავდაცვის სისტემების თემა იყო, რისი შეძენის გამოც თურქეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციებია დაწესებული. ბაიდენმა ვერ დაიყოლია ერდოღანი, უარი ეთქვა რუსულ შეიარაღებაზე. ამრიგად, მოუგვარებელი დარჩა მთავარი პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ არ მოიხსნება არსებული ამერიკული სანქციები (და კვლავაც დაბლოკილი იქნება F-35 გამანადგურებლების თურქეთისთვის მიწოდების საკითხიც). ამერიკული და თურქული დელეგაციების შეხვედრა კიდეც ერთი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სირიაში მოქმედი პროქურთული YPG-ისადმი („ხალხთა დაცვის ნაწილები“) აშშ-ის მხარდაჭერის თემაა. თურქეთი ამ ორგანიზაციას თურქეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად მიიჩნევს და აშშ-ისგან მისი მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვს. ვაშინგტონი კი სირიაში მთავარ მოკავშირედ YPG-ს მიიჩნევს და არ აპირებს მის მხარდაჭერაზე უარი თქვას. როგორც ჩანს, მხარეები ვერც სხვა პრობლემატურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ერთადერთი თემა, რაზეც, როგორც ჩანს, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ, არის თურქეთის მიერ გამოთქმული მზადყოფნა, ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ საკუთარი შეიარაღებული ძალებით უზრუნველყოს ქ. ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან „თალიბანი“ ასეთ შესაძლებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საერთო ჯამში, თურქეთი შეეცადა ბრიუსელის შეხვედრა მაქსიმალურად პოზიტიური დინამიკით წარმოეჩინა, რადგან თურქეთის ეკონომიკას, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, სასიცოცხლოდ სჭირდება აშშ-ის კეთილგანწყობა და დადებითი სიგნალები. ამასთან, როგორც ჩანს, ანკარის ეს მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად. უფრო მეტიც, შეხვედრის მეორე დღეს თურქული ლირა კიდევ უფრო გაუფასურდა, დაახლოებით 1%-ით და 1 აშშ დოლარის ფასი 8,55 ლირა გახდა. |