30.11.2022
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები: გამოწვევები და სტრატეგიული პრიორიტეტები მდგრადი განვითარებისათვის.
მოკლე აღწერა: სოფლის მეურნეობა ტრადიციულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ამ დარგში ბოლო პერიოდში აღინიშნება წარმოების ზრდის ტენდენცია, ასევე, შემცირებულია აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდოც. მიუხედავად აღნიშნულისა, დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება დასაქმებულთა რაოდენობის პროპორციული არ არის, დაბალია მწარმოებლურობა, მცირეა შემოსავლები და წარმოების ზრდის არსებული ტენდენცია ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას.
გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის მთავარ პრობლემად კვლავ მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა განიხილება, რაც ძირითადად მაღალმწარმოებლური სოფლის მეურნეობის განვითარებით მიიღწევა. ცნობილია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული ეკონომიკური ზრდა, სხვა დარგებისაგან განსხვავებით, გაცილებით მეტად ამცირებს სიღარიბეს. შესაბამისად, აუცილებელია პერსპეტივაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიულად პრიორიტეტული დარგების გამოვლენა, არსებული გამოწვევების შესწავლა და პრობლემების გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების შემუშავება.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: ბადრი გეჩბაია, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი