საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ჩაატარა სამეცნიერო სემინარზე “პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” – ქცევითი და ექსპერიმენტული ეკონომიკის ჩამოყალიბების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში.
ეკონომიკური მეცნიერება, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თეორია ამჟამად ღრმა კრიზისს განიცდის, რაც თანამედროვე მეინსტრიმული ნეოკლასიკური ეკონომიური მოძღვრების შეზღუდულობით აიხსნება. ამასთანავე, ეკონომიკური პროგრესი, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სახელმწიფოებრივ დონეზე, მოითხოვს პრინციპულად ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის პრინციპულად ახალი მოდელის ჩამოყალიბებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თეორიის ახალი მიმართულებების გამოყოფას და შესწავლას. მსოფლიოს აღიარებული თეორეტიკოს-ეკონომისტები მიუთითებენ ეკონომიკური თეორიის განვითარების განსაკუთრებით აქტუალურ მიმართულებებზე – ექსპერიმენტულ და ქცევით ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, ქცევითი და ექსპერიმენტული ეკონომიკის ჩამოყალიბება-განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკაში მისი გამოყენება მეტად აქტუალურია.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: მარინე ნაცვალაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თეორიული ეკონომიკის კათედრა.