ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ჩვენ შესახებ
რონდელის ფონდი არის საგარეო პოლიტიკის კვლევის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ეწევა გლობალური პოლიტიკის დინამიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ანალიზსა და სიღრმისეულ კვლევას. ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქართულ საჯარო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებაში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
ვაკანსიის შესახებ
ფონდი ეძებს აქტიურ, შემოქმედებით, და გამოცდილ მულტიმედია ჟურნალისტს და სოციალური მედიის კომუნიკაციების სპეციალისტს, რომლის მოვალეობა იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე საინტერესო და შინაარსიანი კონტენტის გამოქვეყნება. მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ფონდის კვლევით ჯგუფთან და უზრუნველყოს კომპლექსური საგარეო პოლიტიკის საკითხების ხელმისაწვდომ ფორმატში გადატანა და ორგანიზაციის გზავნილების ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება.
ძირითადი მოვალეობები:
- კონტენტის შექმნა: მულტიმედა კონტენტის (ვიდეო, ინფოგრაფიკა, პოდკასტი, სოციალური მედიის პოსტი, სტატია და სხვა) შექმნა, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს ფონდის კვლევებს, ანალიზსა და ღონისძიებებს.
- სოციალური მედიის მართვა: ორგანიზაციის სოციალური მედიის პლატფორმებზე (X, LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok და სხვა) აქტიურობა, კონტენტის რეგულარულად განახლება და ფონდის მიზნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- სტრატეგია და ჩართულობა: სოციალური მედიის სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისა და ჩართულობის ზრდის მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
- კვლევა და ანგარიში: საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და ტენდენციების შესახებ მუდმივად ინფორმირებულობა და შესაბამისი, დროული კონტენტის შექმნა და ანგარიშების შემუშავება.
- თანამშრომლობა: კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნის პროცესში მკვლევრებსა და პოლიტიკის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
- ორგანიზაციის სტილი: ყველა კომუნიკაციაში თანმიმდევრული, პროფესიონალური და მკაფიო სტილის შენარჩუნება, რომელიც ზუსტად გადმოსცემს კვლევითი ცენტრის მისიას, ღირებულებებსა და ხედვას.
მოთხოვნები:
- მულტიმედიური კონტენტის შექმნის გამოცდილება (ვიდეოს შექმნა, ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი და სხვ.), Adobe Creative Suite (Premiere Pro, Photoshop, Illustrator) ან მსგავსი პროგრამების ცოდნა.
- სოციალური მედიის პლატფორმების, ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკისა და გლობალური საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
- წერის, რედაქტირებისა და თხრობის, ასევე კომპლექსური საკითხების მარტივად და საინტერესოდ გადმოცემის უნარი.
- პროაქტიული და კრეატიული აზროვნება; სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული იდეებისა და ფორმატების შეთავაზების უნარი.
- უპირატესობაა ვებდიზაინისა და კონტენტის მართვის სისტემების (მაგ.: WordPress) ცოდნა.
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
სასურველი კვალიფიკაცია:
- ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, საერთაშორისო ურთიერთობების ან შესაბამის დარგში უმაღლესი განათლება.
- საგარეო პოლიტიკაში, ანალიტიკურ ან სხვა მსგავს სექტორში მუშაობის გამოცდილება.
- SEO საუკეთესო პრაქტიკების და ონლაინკონტენტის ოპტიმიზაციის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- გახდეთ დინამიკური და აქტიური გუნდის ნაწილი, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერია.
- იმუშაოთ ცვლილებების მომტან და გავლენის მქონე კონტენტზე.
- გქონდეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ინტელექტუალურად ხელშემწყობ გარემოში.
- სამუშაო ანაზღაურება – კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მულტიმედიური პორტფოლიო (ან ბმული) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 თებერვალი.