მოკლე აღწერა: თანამედროვე ეკონომიკის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი კანონზომიერება მისი ფინანსებიზაციაა. ეს, პირველ რიგში, პოსტინდურსტრიულ ქვეყნებს ეხება თუმცა შედარებით ნაკლები ხარისხით სხვა ტიპის ეკონომიკებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამ ფენომენმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა გლობალური ფინანსური კრიზისისა და პოსტკრიზისული განვითარების პერიოდებში. იმის მიუხედავათ, რომ საკითხის ირგვლივ საკმაოდ ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს, ბევრი ასპექტი გაურკვეველი და სადისკუსიოა. მოხსენებაში კვლევის ისტორიული და ლოგიკური მიდგომების ერთიანობის საფუძველზე გადმოცემულია ეკონომიკის ფინანსებიზაციის კანონზომიერებები გლობალიზაციის კონტექსტის გათვალისწინებით. დასაბუთებულია ეკონომიკის ფინანსებიზაციის ობიექტური განპირობებულობა, ახსინილია, მისი აღწარმოებადი ხასიათი, ნაჩვენებია ეკონომიკის ფინანსებიზაციის პოზიტიური პოტენციალი (უპირველეს ყოვლისა „თანამედროვე მონეტარული თეორიის-MMT“ პოსტულატების გათვალისწინებით), წარმოდგენილია ეკონომიკის ფინანსებიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და რისკები, რომელთა ორი ასპექტია გამოყოფილი: ა) საფინანსო ბაზრებზე „ბუშტების“ გაბერვა-გასკდომა რასაც უმეტეს შემთხვევაში ფინანსური კრიზისების დაწყებამდე მივყავართ და ბ) ინფლაციის ტემპის დაჩქარება რომელიც ამჟამად ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე მაკროეკონომიკური პრობლემაა. დასაბუთებულია „ეკონომიკური ადამიანის“ „ფინანსურ ადამიანად“ ტრანსფორმირების დიალექტიკა.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თეორიული ეკონომიკის კათედრა