Title Languages Field Year

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების რანგირება Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2023

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 60

 

Freedom House-მა სხვადასხვა ფაქტორის შესწავლის შედეგად შეადგინა და გამოაქვეყნა ქვეყნების მიხედვით თავისუფლების ხარისხის ამსახველი რიგით 50-ე მოხსენება.

რომელი ადგილები დაიკავეს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა ამ სიაში და როგორი პოზიციები აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ?

 

თავისუფლებების მხრივ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე კარგი მდგომარეობა ისრაელშია (თუმცა იქაც არის სასამართლოსთან დაკავშირებული სირთულეები, რის გამოც დროდადრო საპროტესტო გამოსვლებიც იმართება). ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი, ბუნებრივია, სირიაშია. ბოლო ერთ წელიწადში თავისუფლებების მხრივ სიტუაცია ყველაზე მეტად  გაუარესდა ტუნისში.

Freedom House-ის მონაცემებით, მთლიან რეგიონში სიტუაცია „მცირედად გაუმჯობესდა“. თუმცა, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა კვლავ რჩებიან მსოფლიოს ყველაზე პრობლემატურ რეგიონებს შორის.

რეგიონის ქვეყნების სია სრულად ასე გამოიყურება (უკეთესიდან უარესისკენ):

  1. ისრაელი
  2. ტუნისი
  3. ლიბანი
  4. მაროკო
  5. ქუვეითი
  6. იორდანია
  7. თურქეთი
  8. ალჟირი
  9. ერაყი
  10. კატარი
  11. ომანი
  12. პალესტინა (დასავლეთ სანაპირო)
  13. გაერთიანებული არაბული საემიროები
  14. ეგვიპტე
  15. ბაჰრეინი
  16. ირანი
  17. პალესტინა (ღაზის სექტორი)
  18. სუდანი
  19. ლიბია
  20. იემენი
  21. საუდის არაბეთი
  22. სირია

თავისუფლების ხარისხი 2023 წელს მთელ მსოფლიოში, Freedom House-ის მიხედვით

 

ასეთი ცუდი მაჩვენებლები შედეგია იმ უამრავი პრობლემისა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა რეგიონში. ამ სახელმწიფოთა უმრავლესობა არადემოკრატიულია, მათთან არაა დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, უმეტესობაში მკაცრადაა შეზღუდული გამოხატვის თავისუფლებაც.

ეს დაგროვილი პრობლემები კი ზოგჯერ ომებში (განსაკუთრებით დროში გაწელილ სამოქალაქო კონფლიქტებში) გადაიზრდება, რასაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი უბედურება მოაქვს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იდევნებიან ადამიანის უფლებების დამცველები, შეზღუდულია მედიის თავისუფლების ხარისხიც.

უახლოეს ხანში მოსალოდნელი არაა სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება. ამ ქვეყნების ხელმძღვანელების უმეტესობისთვის მიუღებელია ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები. ამიტომ მიმდინარე წელსაც თავისუფლებების მხრივ უამრავი პრობლემაა მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მომდევნო წლის მონაცემებზე.