მსოფლიოში დიდ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე პაექრობა სამხრეთ კავკასიასაც მოიცავს. რონდელის ფონდის მიზანია დაინტერესებულ მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესებზე, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი რეგიონის მომავალზე გავლენა მოახდინონ.
“ჩინეთის აქტივობები სამხრეთ კავკასიაში” არის ჩვენი კვირეული პროდუქტი, რომლის მეშვეობით ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში პეკინის პოლიტიკას, და ასევე აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლების ქცევას ჩინეთისა და მისი გავლენის მიმართ.
“ჩინეთის რადარი: სამხრეთ კავკასია” არის ყოველთვიური პროდუქტი, რომელიც მოკლედ აღწერს თვის განმავლობაში ჩინეთის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და რბილი ძალის აქტივობებს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მიმართ. რადარი ეფუძნება “ჩინეთის აქტიობები სამხრეთ კავკასიაში” მიმოხილვას და ასახავს ჩინეთის პოლიტიკის მნიშვნელოვან ქმედებებს.