2018 წლის 22-26 იანვარს რონდელის ფონდის ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა 5-დღიანი ტრენინგი DCFTA-ის შესახებ ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს როგირიცაა: თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელები, ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში, მომსახურებით ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ბიზნესის დაფუძნება და ოპერირება, სატრანსპორტო მომსახურება, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
აღნიშნული ტრენინგი უკვე ჩატარდა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის თელავში, თბილისში, ახალქალაქში, ბათუმში, გორსა და მარნეულში.
პროექტი განხორციელდა USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონული მასშტაბით DCFTA-სა და ვაჭრობის შესახებ ჟურნალისტების მიერ გაშუქებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას ამ მიმართულებით და DCFTA-სთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერის გაძლიერებას.