საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ არაერთი მითი არსებობს. მოვლენების სწორი შეფასება მნიშვნელოვანია თანამედროვე სახელმწიფოს შენების პროცესში. რონდელის ფონდი გთავაზობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შიდა პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო სფეროს სიღრმისეულ განხილვას – რას გულისხმობდა სოციალიზმი „ქართულ ფერებში“, როგორ ვითარდებოდა ქართული დემოკრატია, რა მიზნებს ისახავდა დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და როგორი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები.