2024 წლის 21 თებერვალს, რონდელის ფონდში დასრულდა ლექციების კურსი – “ირანი და რეგიონი”. ლექციებს უძღვებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოწვეული ექსპერტი და აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ირანის პროგრამის დირექტორი, ალექს ვატანკა.
ლექციების ძირითადი თემები იყო: ირანის ისტორია, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა და ირანის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.
 
კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საელჩო.

2024 წლის 21 თებერვალს, რონდელის ფონდში დასრულდა ლექციების კურსი - "ირანი და რეგიონი"