„პანკისის ახალგაზრდული სკოლის” პროექტის ფარგლებში 14 თებერვალს რონდელის ფონდმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, თემაზე – „სოციალური პროექტები და სტრატეგიული კომუნიკაციები” მორიგი ლექცია ჩაატარა. ლექცია წაიკითხა კომუნიკაციების სპეციალისტმა თამარ როდონაიამ.
პროექტის მიზანია პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდა. რონდელის ფონდის პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით 2023 წლის სექტემბრიდან ხორციელდება.