ავტორი: მამუკა კირკიტაძე
2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთადიზრდება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის(SVR) მიერ გავრცელებული ნარატივი იმის თაობაზე, რომ აშშ გეგმავს დესტაბილიზაციის პროვოცირებას„ქართული ოცნების“ რეჟიმის დამხობის მიზნით. ესბრალდებები ფართო დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს დასავლელმოკავშირეებს, განსაკუთრებით აშშ-ს, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ლანდშაფტზე მანიპულატორ აქტორებად წარმოაჩენს. რუსეთის SVR-ის ძალისხმევა მიმართულია დასავლური ინსტიტუტების ნდობის შელახვისა და საქართველოს მომავალი არჩევნების დისკრედიტაციისკენ. მიზანი ნათელია: საქართველოსრულად მოექცეს მოსკოვის გავლენის სფეროში.
ზემოხსენებული ბრალდებების მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკურ რიტორიკას და გავლენას ახდენს კავკასიის რეგიონის მთავარ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. რუსეთი, რომელიც დიდი ხანია ცდილობსსაქართველოზე გავლენის შენარჩუნებას, ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას საკუთარი ფუნდამენტური სტრატეგიის საფრთხედ მიიჩნევს. მოსკოვი ცდილობს შეარყიოს საზოგადოების ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ და მოახდინოს საქართველოს საარჩევნო ლანდშაფტის დესტაბილიზაცია. ჩვენიბლოგის მიზანია გამოიკვლიოს დეზინფორმაციის მოხსენიებული მცდელობების მასშტაბები და პოტენციური შედეგები საქართველოს, როგორც სუვერენული, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სახელმწიფოს მომავალზე.
დეზინფორმაციის კამპანიის მიმდინარეობა
SVR-ის ნარატივი საქართველოს არჩევნებში აშშ-ის ჩართულობის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გააქტიურდა და ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, რომლებიც მიზნად ისახავს დასავლელი მოკავშირეებისა და ასევე ოპოზიციის დისკრედიტაციას და ხელს შეუშლის საარჩევნო პროცესის თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
თავდაპირველად, SVR-ის პრესბიურომ, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით, ფართოპროპაგანდისტული კამპანიის დაგეგმვაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ოფიციალური წერილის მიხედვით, ვაშინგტონმა მოამზადა „ჰოლივუდის სტილის“ სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოში არსებულ შიდა გამოწვევებზე. ე. წ. გეგმის ძირითადი იდეა დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც, სავარაუდოდ, ამერიკულ მედიასაშუალებასთან კრიტიკულ ინტერვიუში საქართველოს მთავრობას დაგმობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შენელებისა და მოსკოვთან ზედმეტად მჭიდროდპოზიციონირების გამო. ამ ნარატივის მიზანია საზოგადოებაში გააღვივოს შიში, რომ აშშ გეგმავს„ფერადი რევოლუციის“ მოწყობას. ეს არის ტერმინი, რომელსაც მოსკოვი ხშირად იყენებს რუსეთზე მორგებული რეჟიმების წინააღმდეგ სახალხო პროტესტების აღსაწერად. SVR-ი ცდილობს საქართველოში არსებული პოლიტიკური არეულობა წარმოაჩინოს, როგორც გარე აქტორების ჩარევის შედეგი; ნებისმიერ ანტისამთავრობო პროტესტს კი განიხილავს უცხოელების მიერ წაქეზებულად და არა – უკმაყოფილების გულწრფელ გამოხატულებად.
აგვისტოსთვის SVR-მა გააძლიერა თავისი ნარატივიდა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოპოზიციური პარტიების დანაწევრებულ მდგომარეობაზე. SVR-ი აცხადებდა, რომ აშშ-ის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია სუსტი და გაყოფილია, რაც „ქართულ ოცნებას“ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების პოტენციურ საშუალებას აძლევს. როგორც SVR-ი აღნიშნავდა, მსგავსი გამარჯვების შედეგად „ქართულ ოცნება“ შეძლებს განაგრძოს თავისი „სუვერენული კურსი“ დასავლეთის ჩაურევლად, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელი იქნება. მათი მტკიცებულებით, აშშ ემზადება ფართომასშტაბიანი პოსტსაარჩევნო საპროტესტო გამოსვლებისთვის, ე.წ. ამერიკელი „კურატორების“ ხელმძღვანელობით ოპოზიციურ ჯგუფებსა და პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალებათ არჩევნებისგაყალბების შესახებ მტკიცებულებების შეგროვება. პროტესტების მიზანი, SVR-ის მტკიცებით, არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია და სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკების პროვოცირება იქნება; ეს ნარატივი პარალელებს ავლებს საქართველოში სავარაუდო სამოქალაქო არეულობასა და უკრაინაში 2014 წლის მაიდანის საპროტესტო აქციებს შორის, რომელთა ორგანიზებაშიც რუსეთი ასევე დასავლეთს ადანაშაულებს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა გაამყარა აღნიშნული ბრალდებები და განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ თავიდან აცილებაა. რუსეთის სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში ნარიშკინმა განაცხადა: “SVR-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც [ჩვენ] მოვიპოვეთ არა მხოლოდ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების,არამედ ისეთ სახელმწიფო ორგანოების, როგორიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, მტრულ ქმედებების შესახებ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ „ფერადი რევოლუციის“განხორციელების მცდელობები საქართველოში“.
ნარატივის განახლებული შინაარსის მიხედვით, აშშ-ს საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით ე.წ. შეთქმულებაში თანამზრახველად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) გამოყენებაში ედება ბრალი. SVR-ის ცნობით, ეუთო/ოდირიგამოსაქვეყნებლად ამზადებს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების პირობები (კენჭისყრის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე). SVR-ის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციას საბაბსმისცემს, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, რაც ხელისუფლების დამხობის მიზნით მასობრივი პროტესტს გამოიწვევს. SVR-ის მიერ ეუთოს, არჩევნების საერთაშორისო საპატიო დამკვირვებლის, სამიზნედ გამოყენება საარჩევნო პროცესის კრიტიკის დისკრედიტაცია და ორგანიზაციის არა როგორც ნეიტრალურიდამკვირვებლის, არამედ როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის იარაღად წარმოჩენაა.
რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია სცილდება ტრადიციულ მედიაარხებს და კიბერსივრცე მოიცვა. მეტას „მოწინააღმდეგის საფრთხის ანგარიშის”მიხედვით, რუს აქტორებთან დაკავშირებული კოორდინირებული არაავთენტური ქმედებები აქტიურად არის მიმართული „ქართული ოცნების“ პარტიის პროპაგანდისა და “უცხო აგენტების” შესახებ სადავო კანონის წინააღმდეგ პროტესტის დისკრედიტაციისკენ. ყალბი ანგარიშებისა და ბოტების ქსელი აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი ინფორმაციის გავრცელებაზე, რაც ბუნდოვანს ხდის ორგანულ პოლიტიკურ დისკურსსა და სტრატეგიულად მანიპულირებულ ნარატივებს შორის განსხვავებას. სოციალური მედიის პლატფორმების იარაღად გამოყენებით, რუსეთის კიბერჩართულობა არა მხოლოდ ამახინჯებს საზოგადოების აღქმას, არამედ აძლიერებს პოლიტიკურ განხეთქილებას და ართულებსერთმანეთისგან განასხვაო ჭეშმარიტად საზოგადოებრივი აზრი და უცხოური დეზინფორმაცია. რუსეთის მიერ ციფრული იარაღის გამოყენება – ონლაინ და ოფლაინ ტაქტიკის შეუფერხებლად შერწყმა – ხაზს უსვამს მისი ძალისხმევის სიმძაფრეს, გავლენა მოახდინოს 2024 წლის არჩევნებზე.
საქართველოში არჩევნებზე შესაძლო შედეგები
დეზინფორმაციულ ნარატივს აქვს სტრატეგიული მიზანი, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე მომდევნო თვეების განმავლობაში.
დასკვნა
2024 წლის საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებითრუსეთის დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მცდელობაზე ბევრად მეტია და საფრთხეს უქმნის საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. საარჩევნო პროცესის ეჭვქვეშ დაყენებით SVR-ი თბილისსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესუსტებას ცდილობს, ხოლო არჩევნების შედეგების წინასწარ დელეგიტიმაციას შესაძლო არეულობის გასამართლებლად იყენებს. აღნიშნული სტრატეგიის მიზანი საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენის სფეროში დატოვებაა.
საქართველოსთვის, სადაც გადამწყვეტი საარჩევნო მომენტია, დეზინფორმაციის კამპანია მისი დემოკრატიული მდგრადობისა და ევროინტეგრაციის ერთგულების კრიტიკული გამოცდაა. ამ გამოწვევებზე საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიული რეაგირებაგადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ სამართლიანიარჩევნებისთვის, არამედ საქართველოს, როგორც სუვერენული, დასავლეთთან დაკავშირებულისახელმწიფოს მომავლის უზრუნველსაყოფად. ფსონები მაღალია, რადგან დეზინფორმაციის შედეგებმა შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიის ჩამოყალიბებაზე, განსაზღვროს მისი დემოკრატიული განვითარება და ადგილი ვრცელ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.