რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და სამხედრო აგრესიის 15 წლისთავზე, როცა კვლავაც გრძელდება რუსული „ბორდერიზაცია“ და მცოცავი ოკუპაცია, პატივს მივაგებთ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. დიდება გმირებს!
დღევანდელი დღე ორმაგად მძიმეა საქართველოსთვის – სამძიმარს ვუცხადებთ შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს!