2018 / 05 / 30
2018 წლის 30 მაისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ჰარვარდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულებს.
სტუდენტებს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის, რეგიონის უსაფრთხოების, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ესაუბრნენ რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბადრიძე და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.