2018 / 04 / 26

2018 წლის 26 აპრილს რონდელის ფონდს ეწვივნენ ჰამბურგის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

დელეგაციის წევრებს შეხვდნენ რონდელის ფონდის მკვლევარები გიორგი ბადრიძე და შოთა უტიაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს გეოპოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებაზე  და მიმოიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე შეხვდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

The Visit of the Students and Professors of the University of Hamburg, April 26, 2018