Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
წავლენ თუ არა სირიელები საბრძოლველად უკრაინაში?
|
Georgian | International relations | 2022 |
მას შემდეგ, რაც რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით სერიოზულად გაუჭირდა უკრაინაში, პუტინმა ახლო აღმოსავლეთიდან საომარი მოქმედებების ზონაში ე.წ. „მოხალისეების“ გადასროლის ბრძანება გასცა. „მოხალისეების“ გადასროლის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაასახელა ამ მებრძოლების საერთო რაოდენობაც – 16 000. თუმცა, რეალური სიტუაცია ადგილზე სრულიად განსხვავდება კრემლის პროპაგანდისტული ნარატივისგან. ასადის რეჟიმის მიერ ორგანიზებული რუსეთის მხარდამჭერი აქცია სირიაში საქმე ისაა, რომ:
ასეთ სიტუაციაში „ვაგნერმა“ მაინც დაიწყო მებრძოლების რეკრუტირება სირიის 14 სხვადასხვა პუნქტში. მათთან ხელშეკრულებები იდება 6 თვის ვადით. ხელფასები კი 200-300 აშშ დოლარიდან იწყება და იზრდება საბრძოლო გამოცდილების მიხედვით. რამდენიმე სირიელმა ხელმოწერილი ხელშეკრულებების ამსახველი დოკუმენტები სოციალურ ქსელებშიც განათავსა. რამდენჯერმე დაფიქსირდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და სირიას შორის, რითაც სავარაუდოდ, სირიელი მებრძოლები რუსეთში გადაიყვანეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა შეძლო დაახლოებით 1 000 მებრძოლის მობილიზება (ნაცვლად პირველად გამოცხადებული 16 000-ისა) ახლო აღმოსავლეთში. არის ინფორმაცია, რომ ამ 1 000 კაცში, სირიელების გარდა, არიან მცირე რაოდენობით ლიბანელებიც. ჯერჯერობით ეს ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაურთავთ. მაგრამ როგორც კი უკრაინაში გადაისვრიან, ადვილი მისახვედრია, რომ მათ შორის დიდი მსხვერპლი იქნება. ეს ამბავი კი მალევე გახდება ცნობილი სირიაში და კიდევ უფრო შეამცირებს უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელთა რაოდენობას. უკრაინის მხარდამჭერი გრაფიტი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ სირიაში აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიის ჩრდილოეთში გამაგრებული ოპოზიცია უკრაინას უჭერს მხარს. მათ 2015 წლიდან მუდმივად ბომბავს რუსული ავიაცია. შესაბამისად, ისინი კრემლის წინააღმდეგ არიან განწყობილი და გამოთქვამენ უკრაინის მხარდასაჭერად ომში ჩართვის სურვილს. თუმცა, ისინი ამ იდეის განხორციელებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. |