
საქართველოს რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონით. ამ რეგიონის ფედერალური სუბიექტები გაერთიანებული არიან რუსეთის ორ ოლქში – სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებში.
ისტორიულად, ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს ურთიერთობები ყოველთვის იყო რთული და წინააღმდეგობრივი. ამჟამად კი რუსეთში შემავალ ამ რეგიონთან ურთიერთობის სპეციფიკა მთლიანად საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტითაა განპირობებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მტრული და აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმის მხარდაჭერა, საომარი მოქმედებები და ამის შედეგად საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიიდან ხდებოდა. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის დღესაც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალები.
რეგიონში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, სოციალური რყევები და პროცესების არასასურველი მიმართულებით სვლა საფრთხეს უქმნის მთლიანად კავკასიის რეგიონის სტაბილურ განვითარებას და ადვილი შესაძლებელია უარყოფითად აისახოს საქართველოს ინტერესებზე.
ჩრდილოეთ კავკასია თავისთავად საინტერესო რეგიონია ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და მასზე დაკვირვება და მისი შესწავლა ხშირად ხდებოდა მკვლევრებისა თუ ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი.
რამზან კადიროვის დილემა
ავტორი: გელა ხმალაძე
ტერორისტული თავდასხმა დაღესტნის რესპუბლიკაში – გამოწვევები რეგიონისთვის
ავტორი: გელა ხმალაძე
ჩეჩნეთის რესპუბლიკა: „კადიროვის ჩეჩნეთი“ თუ რუსეთის ფედერალური სუბიექტი
ავტორი: გელა ხმალაძე
თათრეთის რესპუბლიკა – ინტეგრაცია თუ სეპარატიზმი
ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
საპროტესტო რესურსი და პოლიტიკური ოპოზიცია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში
ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
ტრანსკავკასიური სატრანსპორტო მაგისტრალები – რის მიღწევას ცდილობს რუსეთი
ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის დარბევა ანტისემიტიზმი თუ ანტიდასავლური პროპაგანდის გამოძახილი?
ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
რუსეთ-უკრაინის ომი: რა შეცვალა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში
ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი