საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით (OSCE HCNM) ახორციელებს პროექტს „ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში – ჩართულობა უკეთესი მომავლისთვის“. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს ქვეყანაში მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის გამოწვევების გაშუქებას გადაცემათა ციკლის – „ჩვენი ხმის“ სახით.
მთავარი სტუმრები:
· სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი ქვემო ქართლი
· ოქტაი კაზუმოვი, ფილოლოგი, თარჯიმანი, პედაგოგი
· გია ნოდია, პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე
· თინა ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი
· არნოლდ სტეფანიანი, სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე