საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით (OSCE HCNM) ახორციელებს პროექტს „ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში – ჩართულობა უკეთესი მომავლისთვის“. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს ქვეყანაში მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის გამოწვევების გაშუქებას გადაცემათა ციკლის – „ჩვენი ხმის“ სახით.