2018 წლის 2-3 მაისს რონდელის ფონდმა პროექტის – ახალგაზრდული ჟურნალი ჩემი სამყარო – ფარგლებში დაბა ხულოსა და სოფელ ზოტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისათვის ჩაატარა რიგით მე-5 ვიქტორინა, რომელშიც 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის პრიზით. შემდეგი ვიქტორინა ჩატარდება წეროვანში, ზუგდიდსა და პანკისში.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის – „ჩემი სამყარო“ – გამოცემა და სკოლის უფროსკლასელთა შორის გავრცელება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვისა და შემეცნების ინტერესის გაღვივებას. პროექტის ფარგლებში შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან დევნილი სკოლების მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად იმართება ვიქტორინები და გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით. 2017 წელს ვიქტორინა ასევე გაიმართა მაღალმთიან აჭარასა (ხულოს რაიონი) და გურიაში (სოფ. ზოტი) მოსწავლე უფროსკლასელებისათვის.

 

DSCN7925 DSCN7942 DSCN7943 DSCN7956 DSCN7971 DSCN7975