2017 / 09 / 06
2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა შვედეთის რუსული კვლევების ცენტრის წარმომადგენლობასა და რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ვალერი ჩეჩელაშვილს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საკუთარი ორგანიზაციების ძირითადი ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ფართო სპექტრის საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გლობალურ და რეგიონულ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციის როლსა და ადგილზე.
ვ. ჩეჩელაშვილმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორია, ამჟამინდელი ვითარება და სამომავლო პერსპექტივები.