2018 / 11 / 21

2018 წლის 12-15 ნოემბერს პროექტის – „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ – ფარგლებში რონდელის ფონდისა და იან ტონისონის ინსტიტუტის (Jaan Tõnisson Institute, Estonia) წარმომადგენლები  შეხვედნენ ადგილობრივ მეწარმეებს ჯოყოლოში, ხულოსა და ახალქალაქში. პროექტის პარტნიორები ასევე შეხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, მაღალმთიან აჭარაში, ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ზრდის მხარდაჭერას რეგიონებს შორის სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების გზით.

პროექტის ფარგლებში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ როგორც სამიზნე რეგიონებისთვის დამახასიათებელ და ისე რეგიონთაშორის ტურისტულ პროდუქტებსა და მარშრუტებს. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით 2019 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაგეგმილია სემინარების ჩატარება ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტი ხორციელდება ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

Meetings with Local Tourism Entrepreneurs in Jokolo, Khulo and Akhalkalaki, Nov 12-15, 2018