2020 / 06 / 08

29 მაისს, რონდელის ფონდში ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის “მრჩეველის” ექიმმა, მაკა ლომიძემ სასულიერო პირებთან შეხვედრა ჩაატარა. ლექციის თემა იყო თანამედროვე სამყაროში ვაქცინაციის მნიშვნელობა და covid-19-ის ვაქცინის გარშემო არსებული მოლოდინები.

ლექცია გაიმართა “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა და საქართველოს პოლიტიკური განვითარების შესახებ მსჯელობა. პროექტი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ორწლიანი პროექტი ხორციელდება “National Endowment for Democracy (NED)“-ის მხარდაჭერით.

Meeting with Georgian Clergy